ადამიანებისათვის დამახასიათებელია უკეთესისადმი რწმენა, ამიტომაც ის ფაქტი, რომ სტივ ჯობსი უკვე თვეზეა მეტია, რაც აღარ ხელმძღვანელობს კომპანიას, არაფრით არ მოქმედებს სტივის დღევანდელ პრეზენტაციაზე გამოსვლის შესახებ ქსელში ჭორების ცირკულაციის დონეზე. ასეთი იმედების კვინტენსენცია გახდა Reuters-ის საიტზე გამოქვეყნებული სიახლე, რომელშიც დრევანდელ პრეზენტაციაზე ჯობსის გამოჩენის ალბათობა ნულზე მეტი გახდა.
თუმცა, თუ სტივი არ გამოჩნდება დღეს სცენაზე, ეს არ გახდება Apple-ის აქციონერებისათვის არასასიამოვნო სურპრიზი — როგორც ერთ-ერთმა ინვესტორმა აღიარა, „გვინდა გვჯეროდეს, რომ სტივი კვლავაც იღებს მონაწილეობას კომპანიის მართვაში, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ მას ეს სტატუსი უბრალოდ არ სჭირდება. მისი პრეზენტაციაზე ნახვა — რათქმაუნდა სასიამოვნო იქნება, მაგრამ კრიტიკული არ არის“.
ინვესტორების „არაა კრიტიკული“ ადვილად ვრცელდება ყველა დანარჩენ სამყაროზე — თუნდაც იმიტომ, რომ 2009 წელს ახალი iPhone 3GS-ი წარადგინა არა სტივმა, არამედ ფილ შილერმა.
წყარო: Yahoo! Finance