ავსტრალიაში Galaxy Tab 10.1-ის გაყიდვების რაც შეიძლება სწრაფი დაწყების იმედით სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Samsung-მა Apple-ს შესთავაზა მშვიდობიანი შეთანხმება, „რომლითაც ორთავე მხარე კმაყოფილი დარჩება“. ამის ��ესახებ გვატყობინებს ავტორიტეტული გამომცემლობა Wall Street Journal-ი.
„ჯერ-ჯერობით უცნობია, რაც მიიღებს Apple ამ სახის შეთანხმებით, ვინაიდან დეტალები არ გახმაურებულა“, წერს გაზეთი. „თუმცა Apple-ის ადვოკატმა სტეფენ ბარლიმ“ აღიარა, რომ გარკვეულ გამორჩენას მაინც მიიღებს [Apple]. „Samsung-ი მიიღებს მცირეოდენ შეწყნარებას, ჩვენც კარგად გამოვიყენებთ ამ ყველაფერს“, განაცხადა მან.
ამავდროულად Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ გლობალური შერიგების საკითხი ამ ორ კომპანიას შორის არც კი განიხილება, ეს მხოლოდ რეგიონულ დონეზე მიღებული ზავია. გაითავისა რა Samsung-მა, რომ სრულიად ადვილად შეიძლება დაკარგოს ავსტრალიის ბაზარი, ის უფრო მორჩილი გახდა ზოგიერთ საკითხში. რა საკითხებში? მაგალითად, მან შეიძლება აღარ წამოაყენოს iPhone 5-ის გაყიდვის აკრძალვის საკითხი — Apple-ისათვის ეს მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის გარდა კომპანიები ომობენ ჰოლანდიაში, აშშ-ში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და სამხრეთ კორეაში.
წყარო: appleinsider.com