სიახლეები 

ერთმა პატარა ასომ შესაძლოა Apple-ს მილიარდობით დოლარი დააკარგინოს

როდესაც დღეს აიფონზე საუბრობენ, უფრო მეტი ინტრიგა არა ტექნიკურ მახასიათებლებშია — არა და როგორც ინსაიდერები აცხადებენ, ორბირთვიანი A5 პროცესორი იქნება — არამედ დასახელებაში. ქსელში მოძრაობს ახალი მოწყობილობის ორი სხვადასხვა დასახელება Apple-ის აპარატისათვის: iPhone 4s და iPhone 5. რომელ ვარიანტს არიჩევს კუპეტინო? სინამდვილეში ეს არც თუ მარტივი საკითხია და ფსონზე მილიარდობით დოლარი დევს.

კვლევების თანახმად, რომელიც სარეკლამო ქსელის, InMobi-ს კვლევებისა, თუ ახალი აიფონი მიიღებს დასახელებას iPhone 5, მაშინ მისი შეძენის სურვილს გამოთქვამს აშშ-ს, კანადისა და მექსიკი ფიჭური კავშირგაბმულობის მომხმარებელთა 41%. მათ შორის ნახევარი მზადაა შენაძენი გააკეთოს უახლოეს 6 თვეში.

თუმცა თუ Apple-ი დღეს წარმაოდგენს „მხოლოდ“ iPhone 4s-ს (რაც იმის ნიშანი იქნება, რომ ცვლილებები მასში მინიმალურია), ის დააინტერესებს მომხმარებელთა მხოლოდ 15%-ს. დაახლებით იგივე მოხდა 2009 წელს, როდესაც Apple-მა გამოუშვა iPhone 3GS.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. აიფონების მიმდინარე მფლობელებს შორის ნახევარზე მეტი (51 პროცენტი) მზადაა იყიდოს iPhone 5, მაგრამ მხოლოდ 11%-ია თანახმა შეიძინოს iPhone 4s-ი

გავრისკავთ და ვივარაუდებთ, რომ კუპერტინოში საქმის კურსში არიან ამის შესახებ, ამიტომაც ჩვენი პროგნოზი ასეთია: იქნება ახალი iPhone 5 ახალ კორპუსში და ამავდროულად იქნება iPhone 4s-იც. ფაქტობრივად ეს წაიგებელი ვარიანტია.

სხვათაშორის, თქვენ რომელს შეიძენდით, iPhone 4s-ს, თუ iPhone 5-ს?

დაწერეთ ამის შესახებ კომენტარებში.

წყარო: AppleInsider.com

Related posts