სიახლეები

აბეზარი შაშხი

41views

იცით თუ არა, რომ მიუხედავად ინტერნეტი არარსებობისა, აშშ და დიდი ბრიტანეთი გასული საუკუნის 40-50-იან წლებში გადავსებული იყო სპამით? მაგარამ არა იმ სპამით, რასაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, არამედ კონსერვებით. სპამი (spam) — ეს არის სუნელებიანი შაშხი —  SPiced hAM. სავაჭრო მარკა ეკუთვნოდა კორპორაციას Hormel. 1930-იან წლებში ეს კორპორაცია იმდენად წარმატებულად გადაამუშავებდა ღორის ხორცს, რომ საწყობებში უზარმაზარი რაოდენობის ვადაგასული კონსერვი დაგროვდა. ამერიკელები დიდად არ ჩქარობდნენ დაბალი ხარისხის პროდუქტის შეძენას. 1937 წელს კორპორაციამ სპამი პენტაგონს მიჰყიდა. თუმცა ვერც არმია და ფლოტი მოერია ამ ოდენობას. საბოლოოდ კონსერვების მთლიანი პარტია საბჭოთა კავშირში წამოვიდა მეორე მსოფლიო ომის დროს ლენდლიზის შეთანხმების საფუძველზე.

რათა SPAM-ი როგორმე მაინც გაყიდულიყო, მას რეკლამას უწევდნენ, ძალიან ბევრ რეკლამას.

ხოლო 1986 წელს ვინმე დეივ როდესმა დაიწყო ფინანსური პირამიდის რეკლამის დაგზავნა. ამ შინაარსის ტექსტმა გაავსო ხელმომწერები და ამის გამო ამ აქციას დაცინვის სახით ადარებდნენ კონსერვების აბეზარ რეკლამას. აი ასე შემოვიდა სიტყვა „სპამი“ კომპიუტერულ ტერმინლოგიაში, როგორც აბეზარი რეკლამის სინონიმი.

Comments

comments

Leave a Response