სიახლეები 

სამსუნგი მაიკროსოფტს ფულს გადაუხდის ანდროიდიანი ტელეფონების გაყიდვისას

დღეს მაიკროსოფტმა გამოაცხადა, რომ სამსუნგთან მიაღწია შეთანხმებას, რის თანახმადაც კორეული გიგანტი მაიკროსოფტს გადაუხდის საპატენტო ღირებულებას თითო გაყიდულ ანდროიდიან ტელეფონზე.  როგორც მაიკროსოფტის მთავარმა იურისტმა ბრედ სმიტმა გამოაცხადა, “სამსუნგი HTC-თან ერთად გახდა ანდროიდიანი ტელეფონების ყველაზე დიდი მწარმოებელი, რომლებიც საოპერაციო სისტემაში გამოიყენებენ მაიკროსოფტის დაპატენტებულ ტექნოლოგიებს შესაბამისი გადასახადების შემდეგ”. შეთანხმება მოიცავს სამსუნგის მიერ გამოშვებულ ანდროიდიან სმარტფონებს და ტაბლეტებს.  საპატენტო გადასახადის რაოდენობა არ სახელდება.

როგორც ცნობილია, მაიკროსოფტმა ცოტა ხნით ადრე მსგავს შეთანხმებას მიაღწია HTC-თან   , ტაივანური კომპანიის მიერ მის ანდროიდიან პროდუქტებში მისი პატენტების გამოყენების გამო, რომელსაც მოგვიანებით დაემატა Acer და ViewSonic.

წყარო

Related posts