დღეს ეპლმა გამოაცხადა მისი მორიგი პრესკონფერენციის თარიღი სახელად “ვისაუბროთ აიფონის შესახებ” (Let’s Talk iPhone), რომელიც 4 ოქტომბერს, კუპერტინოში, ეპლის მთავარ ოფისში გაიმართება. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეპლი ახალი აიფონის პრეზენტაციას გააკეთებს. საუბარი ასევე შეეხება iOS 5-საც. პრესკონფერენციას პირველად გაუძღვება ტიმ კუკი, ეპლის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ეს პოზიცია დაიკავა სტივ ჯობსის გადადგომის შემდეგ. სავარაუდოდ, პრესკონფერენციაზე ასევე იქნებიან სკოტ ფორსტალი – ვიცე-პრეზიდენტი აიფონების საკითხში, ფილ შილერი – მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი და ედი ქიუ – ვიცე-პრეზიდენტი ინტერნეტ სერვისების საკითხში.
ჩვენ კიდევ შემოგთავაზებთ პრესკონფერენციის ზუსტ დროს და ლაივ ბლოგების ჩამონათვალს უახლოეს დღეებში.