სიახლეები 

Amazon-მა წარმოადგინა ახალი მოწყობილობები

Amazon-მა ოფიციალურად დაადასტურა Kindle Touch-ის არსებობა არა მარტო პრეზენტაციით, რომელიც დღეს გაიმართა, არამედ ამ მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღებითაც.

Kindle $79-ად და Kindle Touch $99-ად და $149-ად, ხოლო Kindle Fire $199-ად არა მარტო მთლიანად ფარავს Barnes & Noble-ის პროდუქტების ხაზსს ფასის თვალსაზრისით, არამედ ზუსტათაც იმეორებს მოდელების რიგს, პლიუს ამისა გვთავაზობს ჯერ არნახულ სერვისებს შიგთავსის გაყიდვის სფეროში. ამით მის კონკურენტსაც შეუძლია დაიკვეხნოს, მაგრამ ისე მძლავრად ვერა, როგორც ამას Amazon-ი გააკეთებს ამ ცოტა ხანში.

Kindle Touch-ს აგრეთვე გააჩნია 3G-მოდული, რაც იმის გარანტიაა, რომ ის აშკარად უკეთესი იქნება, ვიდრე კონკურენტი, თანაც ფასიც ძალიან კარგია — $149. ასეთი მოწყობილობა Barnes & Noble-ის ასორტიმენტში უბრალოდ არაა.

ახალი პროდუქტები სამ ტიპად იყოფა: Kindle $79-ად იმართება ჯოისტიკის მეშვეობით, Kindle Touch $99-ად სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი, ხოლო უფროსს მოდელს ამის გარდა 3G-მოდულიც გააჩნია.

პრეზენტაციამდე აგრეთვე დაიარებოდა ჭორები, რომ Amazon-ის პროდუქტების სიაში უნდა გაჩენილიყო პლანშეტური მოწყობილობაც. რაც დღეს აგრეთვე დადასტურდა იაფი, 7 გოჯიანი მოწყობილობის წარდგენით. ის Android-ის ბაზაზეა აგებული და არ გააჩნია 3G-მოდული.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ Amazon-მა გამოუშვა iPad-ის მორიგი „მკვლელი“, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოწყობილობა ფრიად დამოკიდებულია კომპანიის ფასიან სერვისებზე და მჭიდროდაა ინტეგრირებული მათში, მივხვდებით, რომ ეს არ არის iPad-ის კონკურენტი, არამედ უფრო Nook Color-ისა.

Amazon-ი მხარს დაუჭერს თავისი მოწყობილობის გამოშვებას, რომელიც ეფექტურად იმუშავებს აპლიკაციების საკუთარ მაღაზიასთან, მრავალრიცხოვან შიგთავსთან და რათქმაუნდა უნიკალურ სერვისთან, რომელიც $79-ად გთავაზობთ წლიურ ხელმოწერას ნაკადური ვიდეოს არხებზე.

წყარო: amazon.com

Related posts