მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მისი სამართველო გამოიძიებს საჩივარს Apple iTunes Store-ში უკანონო გაყიდვების შესახებ.
როგორც წერს Threat Post-ი, პროკურორი მარტა კოაკლი ამასწინათ საიდენტიფიკაციო ინფორმაციის ქურდობის მსხვერპლი გახდა. მისი პლასტიკური ბარათიდან ბოროტმზრახველებმა არასანქცირებული შესყიდვები განახორციელეს Apple iTunes Store-ში.
კოაკლი გვამცნო თავისი განზრახვა ამ კვირას და მისი განცხადება გაიგზავნა Massachusetts Advanced Cyber Security Center-ში (მასაჩუსეტსის კიბერ-უსაფრთხოების ცენტრი). მან განაცხადა, რომ ეს ცენტრი გამოიკვლევს ამ საკითხს და მოითხოვს პასუხს კომპანია Apple-ს (რომლის მხრიდან ჯერ რეაქცია არ ყოფილა).
პროკურორმა განაცხადა, რომ დამნაშავეთა თაღლითური განზრახვა გაიხსნა, როდესაც მათ Dell-ის კომპიუტერის შეძენა დააპირეს. მიუხედავად ამისა, მანამდე ძალიან ბევრი ტრანსაქცია განხორციელდა სწორედ რომ Apple iTunes Store-ში.
მოხდა ისე, რომ სწორედ კოაკლი შეეჩეხა ამ სიტუაციას და აპირებს კიდევაც მის ბოლომდე გამოძიებას, თუმცა ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა iTunes-ში. Apple-ის სერვერების გატეხვის ფაქტები არ არსებობს, მაგრამ მომხმარებლები დაზარალდნენ მონაცემთა ცუდი დაცვის გამო, პაროლების სისუსტის გამო, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მონაცემთა გატაცებას.
ამ თემისადმი ასეთმა დაინტერესებამ აიძულა Apple-ი მიეღო ზომები უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით — ახლა ახალი მოწყობილობიდან შესვლისას კლიენტმა უნდა დაადასტუროს თავისი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია.
წყარო: appleinsider.com