ზოგიერთი განმარტება iOS-ისა და ქართული კლავიატურის შესახებ

ძვირფასო მეგობრებო!

როგორც ალბათ უკვე ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით, ამა წლის გაზაფხულზე Apple-სა და GeMUG-ს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, ქართული ენის უკეთ წარმოდგენისათვის კომპანიის პროდუქტებში.

მიღწეული შეთანხმების თანახმად უკვე დაემატა ქართული კლავიატურა Apple-ის ოპერაციულ სისტემაში OS X Lion 10.7. ამ წარმატებით გახარებულები ჩვენ არ გავჩერდით მიღწეულზე და გადავწყვიტეთ ასევე მოგვეთხოვა ქართული ენის დამატება iOS-ში, ანუ iPhone-ებსა და iPad-ებში.

ჩვენდა გასაკვირად, Apple-ი წამოვიდა ამ შეთავაზებაზე და iOS 5-ის ბეტა ვერსიაში გაჩნდა ნანატრი ქართული კლავიატურა. ყველას გაგვეხარდა, ყიჟინა დავცხეთ და ქუდებიც ვსტყორცნეთ ჰაერში.

მაგრამ… მაგრამ ამ რამოდენიმე კვირის წინ მოახდა ფრიად გაუთვალიწინებელი რამ. iOS 5 Beta 7-იდან ქართული კლავიატურა გაქრა. ჩვენს შეკითხვაზე თუ რატომ მოხდა ასე, Apple-მა განგვიმარტა, რომ „შიშველი“ კლავიატურის დამატება არაა ეფლის წესებში და რომ მის გარდა არის მთელი რიგი დამატებითი მონაცემები, რომლებიც უნდა დაემატოს ოპერაციულ სისტემას. თუ რა სახის მონაცემებია, ჯერ-ჯერობით ვერ დავწერთ, ვინაიდან ხელმოწერილი გვაქვს NDA-ხელშეკრულება (Non-disclosure agreement), რომლის თანახმადაც პროდუქტის გამოსვლამდე ვერ გავთქვამთ დეტალურ ინფორმაციას.

Apple-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად გაიგზავნა კუპერტინოში. შედეგად მათგან მივიღეთ დაპირება, რომ  ქართული კლავიატურა იხილავს მზეს Apple-ის პროდუქტებში. მართალია, ეს არი იქნება iOS 5-ის პირველივე რელიზი, არამედ ერთ-ერთ მომდევნო.

ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, გემუგელებო, ეპლის მოყვარულებო, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა!

ჩვენ თქვენთვის კიდევ მრავალ სასიამოვნო სურპრიზს ვამზადებთ!

Related posts