სიახლეები

iPad-ით მოვაჭრე ავტომატები

59views

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, თუ რისთვის გამოიყენება სავაჭრო ავტომატები? ეს არის მოსახერხებელი საშუალება იყიდოთ ტკბილეული ან პრეზერვატივები და არ დახარჯოთ დრო მაღაზიაში რიგში დგომაში. მაგრამ როგორ შეხედავთ იმ ფაქტს, რომ სავაჭრო ავტომატი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ხუთასდოლარიანი მოწყობილობის გამყიდველი? ზუსტად ასეთი ავტომატები დგას აშშ-ში მსხვილ სავაჭრო ცენტრებში.

საუბარია სავაჭრო ავტომატების ქსელზე, რომლებიც, დიახ, დიახ, iPad-ებით ვაჭრობენ. არა, არავინ ამტკიცებს, თითქოს ასეთი ავტომატი ახალი ხილია. უკვე წლებია, რაც ასეთ ავტომატში შეგიძლიათ შეიძინოთ (ისევ აშშ-ზეა საუბარი) Apple-ის დამკვრელები. მაგრამ აი პლანშეტი სულ ახლახანს გამოჩნდა ასეთ ავტომატში.

სინამდვილეში ეს აპარატები არაფრით არ განსხვავდება სხვებისაგან, ალბათ მხოლოდ იმით, რომ მსხვილ კუპიურებსაც კარგად იღებს. მაგრამ რჩება მთელი რიგი კითხვები, რომლებიც შეიძლება გაუჩნდეთ პოტენციურ მყიდველებს. ჯერ ერთი, ეს არ არის სნიკერსი, ან პრეზერვატივი, რომელთა ფასი ერთეული დოლარის ფარგლებში მერყეობს. მყიდველს შეიძლება გაუჩნდეს იმის შიში, ავტომატმა ფული არ „ჩაუყლაპოს“. მეორეც, ბურუსთაა მოცული ასეთ ავტომატში ნაყიდი საქონლის უკან დაბრუნების პროცედურა. ასევე საინტერესოა საგარანტიო საკითხებიც. თუმცა, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, გაუთვალიწინებელი საკითხების წარმოშობისას შესაძლებელია ავტომატზე მითითებულ ნომერზე დარეკვა.

რაც შეეხება ასეთი ავტომატის გაქურდვის საშიშროებას, ის მინიმალურია, რადგან მათი განთავსება ხდება მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, სადაც უზრუნველყოფილია 24 საათიანი ვიდეო-დაკვირვება. საქონლის მოწოდების მექანიზმიც დაცულია და ნაყიდი პლანშეტი არ გაიჭედება აპარატში.

ცხადია, რომ ასეთი სავაჭრო ადგილები განკუთვნილია მათთვის, ვინც ზუსტად იცის, თუ რას ყიდულობს. ასეთ მყიდველს არ ჭირდება დამატებითი ინფორმაცია, მას მხოლოდ დროის დაზოგვა უნდა.

 წყაროк: OS X Daily

 

Comments

comments

Leave a Response