სიახლეები 

Dell: სტივ ჯობსის პოსტკომპიუტერული ხანა – სრული სისულელეა

Dell-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, მაიკლ დელი კატეგორიულად არ აღიარებს ტერმინს „პოსტკომპიუტერული ხანა“, რომელიც სტივ ჯობსმა შემოგვთავაზა ამ ცოტა ხნის წინ. Apple-ის ყოფილი მეთაური საუბრობდა იმ ხანაზე, რომელიც მოჰყვება პერსონალურ კომპიუტერებს.

პირველი iPad-ის წარდგენისას, ჯობსმა მოიშველია ანალოგია, რომ ფორმიდან და ზომებიდან გამომდინარე, პლანშეტმა შესაძლოა საფუძვლიანად შეავიწროვოს ტრადიციული კომპიუტერები სულ მალე:

„როდესაც ჩვენ ვიყავით აგრარული ქვეყანა, ყველა ავტომობილი იყო სატვირთო. მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი გადასახლდა ქალაქში, მით მეტი მსუბუქი ავტომობილი გაჩნდა ქუჩებში. ვთვლი, რომ პერსონალური კომპიუტერების შემთხვევაშიც იგივე მოხდება. ვფიქრობ, ეს ბევრს შეაშფოთებს“.

ჯობსი დარწმუნებული არ არის, თუ რა დრო დასჭირდება ასეთ გადასვლას: ერთი, ხუთი, თუ ათი წელი, მაგრამ თვლის, რომ მომავალში პლანშეტური კომპიუტერები სერიოზულად განვითარდება. მისი აზრით, მომავალის პლანშეტები შესაძლებლობას მისცემენ მომხმარებელს ისარგებლოს ყველაფერი იმით, რაც დღეს შეუძლია პორტატულ და სამაგიდე კომპიუტერებს.

Dell-ის ხელმძღვანელი, თავის მხრივ თვლის, რომ პკ-ის დარგი ზრდის სტადიაშია, განსაკუთრებით განვიტარებად ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთში. მისი აზრით, სმარტფონებმა და პლანშეტებმა არაა სავალდებულო, რომ ჩაანაცვლონ პკ და ასე იქნება კიდევ წლების განმავლობაში.

„მსოფლიოში ერთნახევარი მილიარდი პერსონალური კომპიუტერია, როდესაც  Gartner-ის ანალიტიკოსები საკუთარ პროგნოზებს ცხვირსახოცებივით იცვლიან, ისინი აგრეთვე ვარაუდობენ, რომ 2014 წლისათვის უკვე 2 მილიარდი პკ იქნება. ამგვარად, პკ-ს სიკვდილის იდეა — სრული სისულელეა“, — ამტკიცებს მაიკლ დელი.

მისი გაგება შეიძლება: კომპანიას ჯერ-ჯერობით არ ძაულძს საკმარისი კონკურენცია გაუწიოს კონკურენტებს — მის მიერ შექმნილი მოწყობილობები Android-ისა და Windows Phone-ის ბაზაზე რბილად რომ ვთქვათ, სუსტია.

მიუხედავად ამისა, Dell-ი აგრძელებს მუშაობას პლანსეტზე Peju, რომელიც შესაძლოა Windows 8-ით აღიჭურვოს. Dell-მა არ დაადასტურა ჭორები იმის შესახებ, რომ ის აქტიურად თანამშრომლობს Microsoft-თან პროექტში, რომელიც პლანშეტებისა და პორტატული კომპიუტერების შერწყმას ითვალისწინებს.

Related posts