კომპანია Amazon-მა უკვე დააგზავნა მიწვევა სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება ნიუ-იორკში (აშშ) ოთხშაბათს, 28 სექტემბერს.
თუ კონკრეტულად რას წარმოგვიდენს Amazon-ი, ჯერ კიდევ გამოცანაა. ექსპერტები თვლიან, რომ ღონისძიება მიეძღვნება ახალ პლანშეტს, რომლის შესახებ ჭორები ინტერნეტში უკვე რამდენიმე თვეა მუსირებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი მოწყობილობა ფერადი, სენსორული, 7 გოჯიანი ეკრანით იქნება აღჭურვილი, ხოლო პროგრამული პლათფორის როლში Android-ი იქნება. სიახლის ფასი, როგორც ვარაუდობენ, 250 დოლარის ფარგლებში იქნება. გაყიდვების პირველ წელს Amazon-ი 3 მილიონი ეგზემპლარის რეალიზაციას გეგმავს.
წინასწარი შეფასებით, ამა წლის მეორე კვარტალში სულ გაიყიდა 15,1 მლნ. პლანშეტი სხვადასხვა პლათფორმაზე. ეს მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატება 2010 წლის იგივე პერიოდს, როდესაც გაყიდვები 3,5 მლნ.-ით შეფასდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2011 წელს სულ გაიყიდება 63,6 მლნ. პლანშეტი. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც 17,6 მლნ. პლანშეტი გაიყიდა, ზრდა იქნება 261,4%.
წყარო: რეიტერი.