OS X, ისევე როგორც ადრე Mac OS Classic, თავიდანვე დიდ ყურადღებას უთმობდა განათლების და აკადემიურ სფეროს. ამის გამო ეპლის საოპერაციო სისტემაში ჩაშენებული იყო ისეთი სერვისები, რომლებიც სხვა საოპერაციო სისტემებში ცალკე პროგრამას მოითხოვდა. ერთ-ერთი ასეთი სერვისი მაკში არის ლექსიკონი, რომელიც მოქმედებს მთელი სისტემის მასშტაბით. მაგალითისათვის, თუ ინგლისურ სიტყვასთან მიიტანთ კურსორს და აკრიფავთ შემდეგ კომბინაციას Ctrl+Cmd+D, გამოჩნდება ამ სიტყვის განმარტება ინგლისურ ენაზე რამოდენიმე წყაროს მითითებით:
ხოლო სიტყვის სრული განმარტებისათვის საჭიროა შესაბამის წყაროზე (მაგ: Wikipedia, ან British Thesaurus) დააწკაპუნოთ და გაიხსნება მაკის ლექსიკონის აპლიკაცია, სადაც ნახავთ სრულ აღწერას.
ლექსიკონის ფუნქციები ამით არ იწურება. უამრავ საჭირო თვისებასთან ერთად მას ასევე აქვს ქართული ვიკიპედიის მხარდაჭერა. მის გასააქტიურებლად საჭიროა შეხვიდეთ Dictionary-ის preferences-ში, მონიშნოთ Wikipedia და სულ ქვემოთ other languages-ში აირჩიოთ ქართული.
ამის შემდეგ, ქართული ვიკიპედიის მხარდაჭერა გააქტიურდება მაკის ლექსიკონში და თქვენ საშუალება გექნებათ პირდაპირ Dictionary-დან ეძებოთ ქართული სტატიები ვიკიპედიაზე.
ქართულად ძებნისას ყურადღება მიაქციეთ, რომ შედეგებში მონიშნული იყოს All (იხილეთ სურათზე წითელი ისარი) .