სიახლეები 

Google ესპანეთში მობილური კავშირგაბმულობის ვირტუალური ოპერატორი ხდება

გინდათ იხილოთ სატელეკომუნიკაციო სფეროდან ნებისმიერი ხელმძღვანელის სშინელი სიზმარი? ადვილია! იხილეთ ქვემოთ…

Google-ი კიდევ უფრო ღრმად იჭრება მობილურ ბაზარზე და დებიუტისათვის ესპანეთის ბაზარს ითვისებს ვირტუალური ოპერატორის ხარისხში. თუმცა, რეალობაში ეს ძალიან საშიში არცაა.

საქმე იმაშია, რომ ჯერ-ჯერობით Google-ის ინციატივა ვრცელდება მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებზე, რომლებიც კორპორატიულ კომუნიკატორ, Nexus S-თან ერთად მიიღებენ კორპორატიული ვირტუალური ოპერატორის სიმ-ბარათებს. ეს ნიშნავს, რომ მართალია Google-ს არ გააჩნია საკუთარი გადამცემი აპარატურა, ის ყიდულობს ადგილობრივი ოპერატორისაგან ტრაფიკის დიდ ოდენობას ბითუმად (ესპანეთში მოქმედებენ შემდეგი ოპერატორები: Telefonica, Vodafone და სხვ.) და ყიდის მას თანაშრომლებზე ფასდაკლებით.

თავის სამომავლო გეგემებს კომაპნია ჯერ-ჯერობით არ აქვეყნებს. მაგრამ არსებობს მოველენების განვითარების ორი სავარაუდო სცენარი. ერთის მიხედვით, მომავალში Google-ი ამ პრაქტიკას განავრცობს აგრეთვე სხვა ქვეყნებზეც, მაგრამ თავის ქსელთან მიერთების უფლებას მახოლოდ თავის თანაშრომლებს მისცემს.

მეორე ვარიანტი უფრო მაშტაბურია. ახლა Google-ი ხვეწს ასეთი სახის მომსახურების მიწოდების ტექნოლოგიას, ხოლო მომავალში შესაძლებლობას მისცემს ყველა „გუგლოფონერს“ მიიღოს ის. ანუ კომპანია მთლიანად თავის თავზე დაიქვემდებარებს მყიდველს: მას ექნება Google-ის მოწყობილობა მისსავე ქსელში.

კარგია ეს, თუ ცუდი — მალე დავინახავთ.

Related posts