ჩვენ შეგვეძლო ამ სიახლის დაწყება Apple-ის დამსახურებების ტრადიციული ჩამონათვალით. ლამაზად დაგვეხატა სურათი, თუ სად იმყოფებოდა კომპანია საუკუნეთა მიჯნაზე, ხოლო ახლა სად არის. ერთი გემრიელადაც შეგვეხურებინა ანალიტიკოსები, მუდმივად რომ ცდებიან თავიანთ პროგნოზებში და ხშირად საკუთარ თავსაც რომ ეწინააღმდეგებიან. საყოველთაოდ გაგვეცხადებინა, რომ ჩვენს წინაშეა მორიგი უნიკალური და რეკორდული სიტუაცია, რომლის ანალოგი ეკონომიკაში არ არის. გაგვეღვივებინა თვენი ინტერესი, რათა სურვილის წინააღმდეგ ხელი წაგცდენოდათ და დაგეჭირათ ბმულისათვის „განარგძე კითხვა“
ჩვენ შეგვეძლო — და ჩვენ ეს შევძელით. Apple-ი კვლავ დაწინაურდა Wall Street-ზე. ამ კვირის დასაწყისში კომპანიის აციებს რაღაც არაჩვეულებრივი რამ დაემართა. ოქტომბრის პრეზენტაციასთან დაკავშირებული ჭორების გამო, თუ კომპანიის ნათელი მომავლის იმედით, ინვესტორებმა გააფთრებით დაიწყეს კუპერტინოს „ერთი ხილის გადამამუშავებელი კომპანიის“ აქციების შეძენა, რითაც უზრუნველყვეს ფასის არნახული ზრდა. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს პირდაღებული ვუმზერდი. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიის ფასიანმა ქაღალდებმა გაარღვიეს ფსიქოლოგიური „ჭერი“, 400 დოლარი ერთი აქციის ფასი. თურმე ეს მხოლოდ დასაწყისია.
ორშაბათის ვაჭრობის დახურვის დროისათვის Apple-ის აქციის ფასი 411 დოლარი გახდა. 11 დოლარი ერთი სესიის განმავლობაში, 1100 პუნქტი. შედეგად ჩვენი საყვარელი კომპანიის საბაზრო ფასი ნავთობმომპოვებელი კონგლომერატის, Exxon Mobil-ის ფასს 23 მილიარდი დოლარით აჭარბებს. თუ ტენდენცია შენარჩუნდება, ცოტა ხანში Apple-ის ფასი უფრო მეტი გახდება, ვიდრე Google-ისა და Microsoft-ის ერთად აღებული. ამ ნიშულამდე კუპერტინოელებს „სულ რაღაც“ 20 მილიარდი დოლარი დარჩათ. კომპანიის აქციებს ბოლო დროს სულ ასეთი არაჩვეულებრივი რამ სჭირს. სტივ ჯობსის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დარწმუნებით შეიძლება ითქვა ერთი რამ: მიუხედავად ყველა შავბნელი პროგნიზისა, Apple-ის არა მარტო ახრეხებს მდგომარეობის შენარჩუნებას, არამედ იუმჯობესებს კიდევაც.
ჯერ სადა ხართ!