სიახლეები

10-დან 9 iPhone-ის დაგემოვნების შემდეგ, პლათფორმის ერთგული რჩება

38views

თანახმად ანალიტიკური სააგენტოს UBS-ის კვლევისა, Apple-ს ყველაზე ლოიალური მყიდველი ჰყავს. კვლევამ, რომელიც აგვისტოში ჩატარდა 515 ადამიანს შორის, აჩვენა, რომ 10-იდან 9 მომხმარებელი უარს არ იტყვის თავის iPhone-ზე.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კლიენტის თვვისთან დატოვების კოეფიციენტი iPhone-ის შემთხვევაში 89%-ია, მაშინ, როდესაც HTC-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 39%-ს ვერ აცდა, სამსუნგისა — 28%-ს, მოტოროლასი — 25%-ს. ნდობის ვარდნის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსრიდა BlackBerry-ისათვის — ერთგულების ინდექსი 62%-იდან შემცირდა 33%-მდე. ასეთივე სიტუაცია აქვს ნოკიასაც — 24%. UBS-ის კვლევის თანახმად, ბოლო ორი კომპანიის კლიენტები ზუსტად რომ Apple-ის ბანაკში ბარგდებიან და არა სამსუნგის, ან HTC-ისა.

მიუხედავად იმისა, რომ Android-პლათფორმა ხასიათდება დაახლოებით 60%-იანი ერთგულებით, მფლობელთა 31%-მა გამოთქვა სურვილი, რომ იქონიონ iPhone-ი.

საერთოდ, ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც სმარტფონის მარკას იცვლის, სწორედ რომ „ვაშლოვანის“ პროდუქტს ირჩევს. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ Apple დღეისათვის უმსხვილესი კომპანიაა.

Comments

comments

Leave a Response