ამერიკის სენატის იურიდიული კომისიის მოსმენაზე დღეს გუგლის იურისტმა სუზან მიჩელმა განაცხადა, რომ მობილურ მოწყობილობებზე გუგლში ძიების შედეგების 2/3 მოდის ეპლის iOS-ზე. როგორც ცნობილია, აიფონის გამოსვლის შემდეგ მობილურ საფარიში სტანდარტული საძიებო სისტემის ჩასაშენებლად იბრძოდა გუგლი, იაჰუ და მაიკროსოფტი და რომელიც საბოლოოდ გუგლს ერგო. ეს განცხადება ორმაგად საინტერესოა, რადგანაც მსოფლიო ბაზარზე გუგლის მობილური საოპერაციო სისტემა ანდროიდი ბაზრის წილით მნიშვნელოვნად უსწრებს ეპლის iOS-ს, მაგრამ მიუხედავად ამისა iOS ინტერნეტის გამოყენებაში და კერძოდ ძებნის სიხშირით მნიშვნელოვნად უსწრებს ყველა მობილურ საოპერაციო სისტემას.