სიახლეები

ეპლი დელზე 14-ჯერ მეტი ღირს

12views

1997 წელს, მაიკლ დელმა შეკითხვაზე, თუ როგორ რას იზამდა სტივ ჯობსის ადგილზე რომ ყოფილიყო ეპლის სათავეში, მიუგო: დავხურავდი ეპლს და აქციონერებს დავუბრუნებდი საკუთარ ფულს. როგორც ეპლის თანამშრომლები ამბობენ, ერთი თვის შემდეგ,  ეპლის ოფისში,  კედელზე გაკრულ მაიკლ დელის პორტრეტს სტივ ჯობსმა უთხრა:  დღეიდან თქვენ ჩვენი სამიზნე ხართ.  ამ ამბიდან 14 წლის შემდეგ ეპლი გახდა ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია საბაზრო ღირებულებით 383 მილიარდი დოლარით, რომელიც დაახლოებით 14-ჯერ მეტია, ვიდრე დელი 27 მილიარდი დოლარით.  ეპლის აქციების ფასმა მიაღწია სარეკორდო 413 დოლარს, ხოლო დელის აქციის ფასი 14 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

Comments

comments

Leave a Response