ეპლის და სამსუნგის იურიდული ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა: დღეიდან iOS მოწყობილობებისათვის პროცესორებს სამსუნგის ნაცვლად Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSMC) გააკეთებს. ექსკლუზიური კონტრაქტის თანახმად, ტაივანური კომპანია ახალი თაობის აიფონების, აიპედების და აიპოდებისათვის A6 და A7 ჩიპების წარმოებას შეუდგება. როგორც TMSC-მა განაცხადა, მათ “სასწრაფო და დიდი ოდენობის შეკვეთა” მიიღეს და რომელთა წარმოებასაც დაუყოვნებლივ შეუდგებიან.