სიახლეები

აიჩატში შეიძლება აიმესიჯი ინტეგრირდეს

21views

iOS-ის ახალი საკომუნიკაციო საშუალება iMessage, რომელიც იმუშავებს აიპედებში, აიფონებსა და აიპოდებში და საშუალებას მისცემს iOS-ს მფლობელებს ერთმანეთთან გაცვალონ ტექსტური და მულტიმედია მესიჯები როგორც wi-fi-ით, ასევე 3G-ით, შეიძლება Mac OS-ის ჩეტის პროგრამა iChat-ში ინტეგრირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეპლმა iMessage-ის ფუნქციონალობა შეზღუდა მხოლოდ iOS-ით, ერთმა დეველოპერმა აიჩატის კოდში იპოვა ახლად დამატებული სტრიქონები, რომელიც მიუთითებს iMessage-ოს მსგავსი ფუნქციონალის მხარდაჭერაზე.

აიმესიჯის Mac OS-ში ინტეგრაცია თავის მხრივ მნიშვნელოვნად გააფართოებს  ჩეტის მომხმარებელთა რაოდენობას, ხოლო თვით iMessage-ს ანალიტიკოსები განიხილავენ როგორც Blackberry Messenger-ის საკმაოდ ძლიერ კონკურენტად, რადგანაც ეს უკანასკნელი მუშაობს მხოლოდ ბლეკბერის ტელეფონებზე, ხოლო აიმესიჯის დაფარვის ზონაში შედიან iOS-ის ყველა მოწყობილობები  და ამ ინფორმაციის თანახმად, მათ სავარაუდოდ Mac OS-იც დაემატება. როდის გახდება ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი მაკის მომხმარებლებისადმი უცნობია, მაგრამ როგორც ჩანს ეპლს ინტეგრაციაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

წყარო

Comments

comments

Leave a Response