სიახლეები

Orange France – iPhone 5 15 ოქტომბერს გვექნება

47views

ფრანგული მობილური პროვაიდერის Orange Telecom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან რიშარმა TV Business Channel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ ქსელში აიფონის მეხუთე თაობა 15 ოქტომბერს გამოჩნდება.  ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რიშარი კონფიდენციალურ ინფორმაციას ახმოვანებს. ადრე ორენჯის დირექტორმა ასევე გათქვა პირველი აიპედის გაყიდვის თარიღიც, თუმცა ზოგიერთი უზუსტობებით ინტეგრირებული კამერის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერი არის შაბათი, როცა ეპლის ახალი პროდუქტები ქსელში ტრადიციულად  ხუთშაბათსა და პარასკევს ჩნდებოდა.  ასევე ივნისში ჩაინა მობაილის (China Mobile) მარკეტინგის მენეჯერმა ლიუ იანგმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ პროვაიდერი მეხუთე აიფონს სექტემბერში ელოდებოდა.  როგორც ჩანს, ახალი აიფონის გამოსვლა დღითიდღე ახლოვდება, მაგრამ იქნება ეს iPhone 5, iPhone 4 S თუ ორივე ერთად, დანამდვილებით არავინ იცის ეპლის გარდა.

წყარო

Comments

comments

Leave a Response