სიახლეები 

ეპლი სმარტფონების გაყიდვების ლიდერი ხდება

სმარტფონების გაყიდვები 2011 წლის ბოლოს მიაღწევს 462 მილიონ ცალს, რაც წინა წელთან შედარებით 60%-ანი ზრდა იქნება,  ხოლო ეპლის გახდება გაყიდვების ლიდერი, რომელიც ნოკიას გადაასწრებს, აცხადებს DigiTimes. გამოცემის ცნობით, ეპლი სავარაუდოდ გაყიდის 86.4 მილიონ ცალ აიფონს, რაც წინა წელთან შედარებით 82%-იანი ზრდა იქნება, ხოლო ნოკიას გაყიდვვები დაიკლებს წინა წლის 100 მილიონიდან 74.4 მილიონამდე, რის შედეგადაც ეპლი გახდება სმარტფონების გაყიდვების ლიდერი, ფინური გიგანტი კი მეორე ადგილზე გადმოინაცვლებს.

ზრდის კარგი პერსპექტივები ასევე აქვთ Huawei-ის, ZTE-ს და სამსუნგს, რომლებიც 2011 წლის ბოლოსთვის იქნებიან ლიდერთა ხუთეულში ეპლთან და ნოკიასთან ერთად გაყიდვების რაოდენობით.

სრული ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს

Related posts