სიახლეები

სტივ ჯობსის ფრაზები

59views

მას შემდეგ, რაც სტივ ჯობსი ეპლის აღმასრულებელი დირექტორობიდან გადადგა, ბევრმა გამოცემამ და ტექნოლოგიურმა ჟურნალმა საკმაოდ საინტერესო სტატიები მიუძღვნა სილიკონის ველის ცოცხალ ლეგენდას.  ჩვენ შემოგთავაზებთ სტივ ჯობსის ყველაზე ცნობილი გამონათქვამების თარგმანს:

ხანში შესული ადამიანები როცა კომპიუტერთან სხდებიან, სვამენ კითხვას “ეს რა არის?”. როცა ბავშვი ჯდება, კითხულობს ” ამითი რისი გაკეთება შემიძლია?”

ეს რევოლუცია,  საინფორმაციო ტექნოლოგიების რევოლუცია  ამავე დროს არის თავისუფალი ენერგიის რევოლუციაც.  უფრო ზუსტად კი,  თავისუფალი ინტელექტუალური ენერგიის რევოლუციაც.

ეს ეპლის გენებშია, რომ ჩვენ გვწამს მხოლოდ ტექნოლოგია საკმარისი არაა. ტექნოლოგია, რომელიც შეხამებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან, გვაძლევს იმ შედეგებს, რის გამოც ჩვენი გულები სიმღერას იწყებენ და რაც ყველაზე კარგად ჩანს პოსტ-პისი ეპოქის მოწყობილობებში.

ჩემი საყვარელი ფრაზა ეკუთვნის ლეგენდარულ ჰოკეისტს უეინ გრეცკის: მე ყოველთვის იქით მივსრიალებდი, სადაც ჰოკეის ბურთი იქნებოდა რამოდენიმე წამის შემდეგ და არა იქით, სადაც იმ მომენტში იყო.  ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ამის კეთებას ეპლის არსებობის პირველი დღეებიდანვე და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. 

მე გამიმართლა, რადგანაც ადრეული ასაკიდანვე ვიპოვე საქმე, რომელიც მიყვარდა.

თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ გაფლანგავთ მას სხვისი ცხოვრების მიდევნით.

ნუ მოექცევით დოგმების ხაფანგში. დოგმებით ცხოვრება ნიშნავს სხვათა ნაფიქრის შედეგების მიხედვით ცხოვრებას. 

დიზაინი არაა ის, თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის ნივთი. დიზაინი არის ის, თუ როგორ მუშაობს.

შეუძლებელია მომხმარებლებს ჰკითხო თუ რა უნდათ მათ. იმ დროისათვის, როცა მათი მოთხოვნით შექმნი პროდუქტს, მომხმარებლებს უკვე სხვა რამ ენდომებათ.

მე ვარ ადამიანი, რომელმაც 1 წელიწადში 250 მილიონი დოლარი დაკარგა. მინდა გითხრათ, რომ ეს ხასიათს აყალიბებს. 

23 წლისას მე 1 მილიონი დოლარი მქონდა. 24 -სას 10 მილიონი, 25-სას 100 მილიონზე მეტი და ეს მაინც ბევრს არაფერს ნიშნავდა. მე ამას ფულის გამო არ ვაკეთებდი. 

ჩემი საქმე არაა ხალხის (ეპლის თანამშრობლების) ფერება. ჩემი საქმეა მათი საუკეთესო თვისებების სწორად წარმართვა.

გამონათქვამების სრული სიის სანახავად მიჰყევით ბმულს

Comments

comments

Leave a Response