სიახლეები 

Macbook Air-ის მიმოხილვა

ძვირფასო მეგობრებო,

კომპიუტერი, რომლის მიმოხილვასაც ახლა ვაპირებ, გუშინ და გუშინწინ არ მიმღია დასატესტად. თითქმის 10 დღის წინ გადმომცა ის აკა ხუხაშვილმა, iPhones.ge-ს, რომელიც ლესელიძის ქუჩის 53 ნომერში მდებარეობს, უცვლელმა ხელმძღვანელმა. დიდი მადლობა აკას ამ დახმარებისათვის! ასევე ყველა თქვენგანის წინაშე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამ დაგვიანებისათვის. როგორც ერთ ცნობილ ფილმში არის ნათქვამი, წინადადება მივიღე, რომელზეც არაფრით არ შემეძლო უარის თქმა 😉 თუ რა წინადადებაა, ამას ცოტა ხნის შემდეგ მოგახსენებთ, ვფიქრობ, თქვენც დაგაინტერესებთ.

ახლა მოდით შევუდგეთ საქმეს.

თავიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს მიმოხილვაც ისევე დამეწერა, როგორც სხვა დანარჩენები. მაგრამ ცოტა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ერთიდაიგივეს გამეორება ხალხისათვის მოსაწყენი იქნება, რომ ახალი კომპიუტერის პარამეტრები უკვე ყველას ექნება გადაღეჭილი, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი საკუთარი შთაბეჭდილებები გამეზიარებინა თქვენთვის, რაც ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ მშრალი სტატისტიკური ციფრები.

თავიდან მოდით მაინც პატარაზე შევეხოთ კონფიგურაციას. მე აკასან მივიღე 13 დუიმიანი ვერსია, Core i5პროცესორით და 256 გბაიტიანი SSD-დისკით. მოკლედ, ძალიან სერიოზული ვერსია მერგო.

წარმადობა

ამ ჯერზე მე არ გამიკეთებია ახალი კომპიუტერის წარმადობის დეტალური ტესტირება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო — კომპიუტერი იმდენად სწრაფია, იმდენად მოხერხებული რომ სუფთა სუბიექტური შეგრძნებებიც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის. ლომის წილი ამ საქმეში რათქმაუნდა მიუძღვის იმ SSD-დისკს, რომელიც ჰაეროვან ნოუთბუკებში ნაგულისხმევადაა ჩამონტაჟებული (აი ნახავთ, მალე Macbook Pro-ებიც გამოვა ანალოგიური ფუქნციით) და ლომს, ანუ Mac OS X Lion-ს, რომელიც მართლაც რომ არაჩვეულებრივი სისტემაა!

სხვათაშორის, SSD-დისკიების კიდევ ერთი პლუსი გახლავთ iPhoto-აპლიკაციის არაჩვეულებრივად სწრაფი ჩატვირთვა, რაც ჩემს ბებრუხანა Macbook Pro-ზე (ადრეული 2008 წლის მოდელი) საკმაოდ მტკივნეულად სრულდება.

კიდევ ერთი მომენტი რასაც მინდა გავუსვა ხაზი, ეს ეარის წარმადობაა თამაშებში. ტესტირების მომენტში მე არ მქონდა არაფერი გარდა Hal-Life 2-ისა (ჰო ვიცი, არაა ძალიან ახალი თამაში, მაგრამ მე მარტო მაგას ვთამაშობ). ჰოდა მოკლედ ჩავტვირთე ეს ნახევრად დაშლა ნოუთბუკში, დავაყენე ყველაზე  მაღალი პარამეტრები რაც რომ კი მოვახერხე და გავუშვი! არაჩვეულებრივად გაართვა თავი ეარმა ამ ამოცანას! ერთი ბწკარიც კი არ შეშლია, ისე მათამაშა! მოკლედ, Crysis-ი და S.T.A.L.K.E.R.-ი არ ვიცი როგორ, მაგრამ ჰალფი გადასარევად წავიდა. ვგონებ, არც ახალი თამაშები ჩაიფახებენ, თუნდაც პარამეტრების ოდნავ დაწევის ხარჯზე.

დიზაინი და წონა

ეს ის სასიამოვნო პარამეტრებია, რომლებშიც ეარს ბადალი და კონკურენტი უბრალოდ არ ყავს. სულ რაღაც 1.2 კგ და როგორი სიმძლავრეა ამ სათუთ კორპუსში მოქცეული! ამის გამო მე ეარს ბევრ რამეს ვაპატიებ, მარტო მისი კორპუსის სილამაზე ჩრდილავს ჩემს თვალში სხვა უმარავი კომპიუტერის პლუსებს.

ეკრანი

აი ეს მომენტი ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან არ მიყვარს პრიალა ეკრანები. მთელი ცხოვრება გლუვ ეკრანებს მიჩვეული, ძნელია გადმოჩვევა. მიუხედავად ამისა ეფლი თვლის, რომ პრიალა ეკრანბი კარგია და ყველაგნა მას აყენებს. რათქმაუნდა, Macbook Pro-ს შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ გლუვეკრანიანი მოდლეიც, მაგრამ ეარის შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეთ მხოლოდ პრიალათი.

ჩემთვის სასიამოვნო სურპრიზად იქცა ის, რომ ეარის ეკრანის შემთხვევაში მისი პრიალა ეკრანი არ აღმოჩნდა ისეთი დამთრგუნველი, როგორც ეს Macbook Pro-შია. საქმე იმაშია, რომ პრო მოდელებს კერანის კარშემო შავი, პრიალა არშია დაყვება. სწორედ ეს არშია ადიდებს სარკისებულ ეფექტს და თავლებს ღლის. ეარში ეს არშია არ არის, შესაბამისად მისი ეკრანი ნაკლებად გღლის და უფრო კომფორტული მუშაობის საშუალებას გაძლევს.

აი რაც შეეხება გარჩევადობას… ახალ, 13-იან ეარებში ეკრანის ნაგულისხმევი გარჩევადობა არის 1440X900. ზუსტად ამდენივე მაქვს მე ჩემს 15 დუიმიან Macbook Pro-ზე. ჩემი კომპიუტერთან ჯდომის 20 წლიანმა ვადამ უკვალოდ არ ჩაიარა. მხედველობა ისეთივე კარგი აღარ მაქვს, შესაბამისად წვრილ გამოსახულებას ცუდად აღვიქვამ. ეარზე ნაგულისხმევ გარჩევადობაზე ბრაუზრში ტექსტის კითხვისას მუდმივად მიწევდა შრიფტის ზომის გაზრდა. პრინციპში მხოლოდ ტექსტზე მქონდა პრობლემა, სხვა მხრივ 13-იან ეკრანზე ასეთი გაღჩევადობა გადასარევი რამაა!

აკუმულატორი

როდესაც ვსაუბრობთ ნოუთბუკზე, არ შეიძლება გამოგვრჩეს ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორც არის აკუმულატორი. ეფლი პირობას გვაძლევს, რომ 7 საათი შევძლებთ მუშაობას ავტონომიურად, თუმცა ჩემს მიერ ტესტირების დროს ეს დრო დაახლოებით 4,5-5 საათი იყო. ჩემი აზრით, ეს სრულიად ნორმალური მაჩვენებელია. თანაც თუ გავითვალისწინებთ PC-კომპიუტერების მაჩვენებელებს, საერთოდ გადასარევია. ეს რათქმაუნდა აიპადი არაა მისი 12-14 საათი ავტონომიური მუშაობის დროით, მაგრამ არც ცუდია ნამდვილად. მოკლედ, ეარის აკუმულატორი საკმაოდ გამძლეა და არ გიღალატებთ კრიტიკულ მომენტში.

სხვადასხვა

აქ თავი მოვუყარე რამოდენიმე საკითხს. პირველ რიგში დავიწყოთ კლავიატურით. ჯერ ერთი, ეარს დაუბრუნეს კლავიატურის განათება, რომელიც სულ პირველ მოდელში იყო, მაგრამ სემდგომ მოდელში ამოიღეს გაურკევველი მიზეზის გამო. ახლა ის დაბრუნდა, რაც ფრიად სასიამოვნოა. მე ხშირად მიწევს სიბნელეში მუშაობა, ანუ ძალიან ჩაბენელებულ ოთახში და ჩემტვის ეს საკითხი კრიტიკულია.

მეორე საკითხი — კომპიუტერის ტემპერატურა და ვენტილატორის მუშაობა. ეარს, ადრეული მოდელების გამო დაუმკვიდრდა სახელი როგორც ძალიან ცხელი კომპიუტერისა, რომელიც ამავდროულად ვენტილატორებს აგუგუნებს და ამის გამო პროცესორის ერთ ბირთვს თიშავს. ახალ მოდელში თქვენ მსგავს ხარვეზებს ვერ იხილავთ — iStat Menus-ში ტემპერატურა ნორმს ფარგლებში იყო თითქმის სულ, 55 გრადუსი. მხოლოდ თამაშის გაშვებამ აწია ეს მაჩევნებელი 70 გრადუსამდე, რაც აგრეთვე დასაშვებ ფარგლებშია.

მოკლედ, მე სერიოზულად დავფიქრდი დაუნგრეიდზე (პროფესიული Macbook Pro-დან ეარზე). რომ არა ოჯახის ფინანსური ნაკადების უკვე სხვა მიმართულებით გამოყენებისა, ვფიქრობ შევიძენდი ამ მოდელს დიდი სიამოვნებით.

პატარა, მსუბუქი, ძალიან ლამაზი ნოუთბუკი, რომელიც ამავდოულად საკამოდ ძლიერია იმ საკითხებისათვის, რომელბიც მე მჭირდება ყოველდღიურ საქმიანობაში, იდეალურია პირადად ჩემთვის. იმედია, რომ სულ ცოტა ხანში ჩემი მაკების ოჯახს ეს მოდელიც შეემატება!

Related posts