სამხრეთ კორეის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კიმ ჯაე-ჰონგმა მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა იწყებს ინვესტიციების ჩადებას ახალი, ღია კოდის მქონე მობილური საოპერაციო სისტემის შესამუშავებლად, რომელიც ადგილობრივ მობილური პროდუქტების მწარმოებლებს მომავალში უკეთ დაიცავს ისეთი კონკურენტებისგან, როგორიც ეპლია.
მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ გუგლის მიერ მოტოროლას და მისი 17000 პატენტის ყიდვა მხოლოდ მცირე ხნით დაიცავს სამხრეთ კორეულ კომპანიებს, კერძოდ სა���სუნგს ეპლის მხრიდან იურიდიული დევნისაგან, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში გუგლი, რომელიც დიდი ალბათობით აპარატურის წარმოებასაც დაიწყებს, სამსუნგის პირდაპირი კონკურენტი გახდება.
მთავრობის წარმომადგენელმა ბრიფინგის ბოლოს აღნიშნა, რომ სამსუნგი თავიდან კატეგორიული წინააღმდეგი იყო ერთობლივი საოპერაციო სისტემის შემუშავებაზე, მაგრამ მისი პოზიცია რადიკალურად შეიცვალა გუგლის და მოტოროლას გარიგების შემდეგ.