გუგლის განცხადებით, საძიებო გიგანტი და მობილური პროდუქტების მწარმოებელი Motorola Mobility მივიდნენ შეთანხმებამდე, რის მიხედვითაც გუგლი ამ უკანასკნელს იყიდის 12,5 მილიარდ დოლარად. ამ გარიგების შედეგად გუგლი მიიღებს მოტოროლას საკმაოდ ფართო საპატენტო ლიცენზიებს, ხოლო ანდროიდისთვის მიიღებს ცალკე გამოყოფილ აპარატურულ მხარეს. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგების შემდეგ გუგლი იქნება მეოთხე, სმარტფონების ინდუსტრიაში არსებული კომპანია, რომელიც საკუთარ პროგრამულ და აპარატურულ მხარეზე მოიპოვებს სრულ კონტროლს ეპლის , HP-ის და მაიკროსოფტის (მისი ნოკიასთან ექსკლუზიური პარტნიორობის შედეგად) შემდეგ.