სანდო წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია რომ სექტემბერში Apple აპირებს ფართო აუდიტორიას წარუდგინოს iTunes-ის ახალი, მე-11 ვერსია. იგი იქნება თავიდან ბოლომდე “გადაწერილი”, ექნება ახალი User Interface-ი და iCloud-თან უკეთესი ინტეგრაცია. მაგალითად თუ თქვენ გადახვედით მომდევნო დონეზე Angry Birds-ში, ამ ინფორმაციის სინქრონიზაცია ავტომატურად მოხდება iCloud-დან თქვენს iTunes-ის Library-ში.
დღესდღეობით დეველოპერები ტესტავენ 10.5 ვერსია და მათი ინფორმაციით ამ ვერსიაში iCloud-ის დიდი ინტეგრაცია არ იგრძნობა. ასე რომ საკმაოდ მოსალოდნელია რომ სექტემბერში უკვე ტრადიციად ქცეულ მუსიკალურ ივენთზე ვიხილოთ სრულიად განახლებული iTunes 11.