საიტი PatentlyApple აქვეყნებს ეპლის მიერ დარეგისტრირებულ ახალი პატენტის დეტალებს, რომელიც შეეხება iOS მოწყობილობებს შორის ინფორმაციისა და ფაილების გაცვლის სრულიად ახალ მეთოდს. ამისათვის მომხმარებელი მომავალში აიფონებს და აიპედებს შორის ფაილების გასაცვლელად გამოიყენებს ისეთ ფიზიკურ მეტაფორას, როგორიც არის ერთი ჭურჭლიდან მეორეში ჩასხმის ან ჩაყრის მოძრაობა. შედეგად მიმღები აპარატის მოძრაობის და მანძილის სენსორები დააფიქსირებენ მოძრაობას და მიიღებენ შესაბამის ფაილს ან ინფორმაციას წამების განმავლობაში.
როდის გახდება ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი iOS-ის მომხმარებლებისათვის, უცნობია. აღსანიშნავია, რომ Palm WebOS არის პირველი კომპანია, რომელიც საიტების გაზიარების მსგავსი მეთოდი პირველმა დანერგა და გამოიყენა თავის სმარტფონებსა და ტაბლეტებში, მათი ერთმანეთთან უბრალო შეხების მეთოდით.
სრული ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს.