Symantec-მა ჩაატარა კვლევა ამ ორი სისტემისა: iOS და Android. 23 გვერდიან ანგარიშგებაში, რომლის დასახელებაა „ფანჯარა მობილური მოწყობილობების უსაფრთხოებაში“, კომპანია მივიდა დასკვნამდე, რომ ეფლის სისტემა გაცილებით უფრო დაცულია, ვიდრე გუგლის ნაწარმი. iOS-ი უფრო მედეგი აღმოჩნდა არსებული შეტევებისადმი.
ხუთიდან სამ შეტევაში iOS-ი მიჩნეულია უფრო დაცულად. მათ შორისაა მავნებლური პროგრამული უზრუნველყოფა და პირადი ინფორმაციის დაკარგვის საშიშროება.
სინქრონიზაციისა და დამარქაფების მოხერხებული სისტემა საშუალებას იძლევა სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი მონაცემები მობილური მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაშიც კი. და თუ ახლა სამარქაფო ასლი მხოლოდ კომპიუტერშ ინახება, iOS 5-ის გამოსვლის შემდეგ ამ ინფორმაციის არდგენა ღრუბელიდანაც იქნება შესაძლებელი.
მავნებლური პროგრამებთან მიმართებაში iOS-ს გააჩნია უფრო მეტი დაცულობა, ვინაიდან ეფლი მოითხოვს ყველა პროგრამული პაკეტის სერტიფიცირებას. გუგლი ამ საკითხს გაცილებით რბილად უდგება, შესაბამისად ანდროიდისათვის მავნე პროგრამების რაოდენობა სულ უფრო მატულობს.
თუმცა არც iOS-ია იდეალური ამ მხრივ. Symantec-ის კვლევამ გამოავლინა ეფლის პროგრამული უზურნველყოფის 200-მდე პრობლემა. მიუხედავად პლათფორმის მაღალი უსაფრთხოებისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯეილბრეიკი გზას უხსნის პოტენციურად საშიშ პროგრამებს.