მოგვეხსენება რომ Lion-ის რელიზი უნდა შედგეს ივლისში. აი დადგა ივლისიც და Apple-მა გამოუშვა Gold Master ვერსია ანუ ბეტა ვერსიის შემდგომი და ბოლო ვერსია ოფიციალურამდე. ისმის კითხვა: როდის იქნება ოფიციალური წარდგენა Lion-ის მომხმარებლებისათვის? როდის შეძლებენ ისინი Mac App Store-იდან ოპერაციული სისტემის განახლებას?
იყო ვარიანტი 6 ივლისი, ასევე 19 ივლისი, ახლა კი ახალ წყაროზე დაყრდნობით ეს არის 14 ივლისი:
“რელიზი იქნება Mac App Store-ში $29.99. სასერვერო ვერსიაც იგივენაირად მხოლოდ $49.99. 14 რიცხვი რეალობასთან შედარებით ახლოს არის იმ ინფორმაციიდან გამომდინარე რაც ცნობილია ახალ MacBook Air-ების გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლებიც იქნებიან Intel-ის უახლესი ტექნოლიგიით, Sandy Bridge-ით, აღწურვილი. დარწმუნებით რათქმა უნდა ვერ ვიტყვით იმას რომ MacBook Air-ის და Lion-ის გამოსვლა ერთად მოხდება, მაგრამ ლოგიკურად ასეც უნდა მოხდეს.
ეს თარიღი უფრო მისაღებია, რადგან დეველოპერებს მიეცემათ დაახლოებით 2 კვირა რათა კარგად გატესტონ Gold Master ვერსია და დარწმუნდნენ რომ ის არანაირ bug-ებს არ შეიცავს.