თებერვალში ჩვენ გამოვაქვეყნეთ 5 ყველაზე მცდარი წინასწარმეტყველება ეპლის აიფონის შესახებ,რომლებიც ეკუთვნოდა ტექნოლოგიურ სამყაროში კარგად ცნობილ ადამიანებს. ამჯერად გთავაზობთ იგივე სახის მოსაზრებებს აიპედის შესახებ:
ჯიმი ვეილსი, ვიკიპედიას დამაარსებელი: როგორც ჩანს, ეპლი აპირებს კლასიკური შეცდომის გამეორებას აიპედის შემთხვევაში: მას უნდა რომ აკონტროლოს თავისი ბაზარი, რის გამოც მომხმარებლები ანდროიდზე დაიწყებენ გადასვლას. ეპლი ფრთხილად უნდა იყოს, რადგანაც უფრო და უფრო მეტი ტაბლეტები გამოჩნდება ბაზარზე. ეს კლასიკური ამბავია ეპლისა და მაიკროსოფტისა შესახებ, სადაც ეს უკანასკნელი უფრო ღია პლატფორმა იყო, ვიდრე ეპლი და საბოლოოდ მოიგო კიდეც.
ლეო აპოტეკერი, HP-ის გენერალური მენეჯერი: იმედია, ერთ მშვენიერ დღეს ხალხი იტყვის, რომ ეს HP-სავით მაგარია და არა ეპლივით მაგარი.
ჯიმ ბელზილი, RIM-ის გენერალური მენეჯერი: ჩვენთვის, ანუ ხალხისთვის, ვინც ეპლის გავლენის ველის ქვეშ არ ცხოვრობს, ნათელია, რომ 7 დუიმიანი ტაბლეტები ბაზრის საკმაოდ დიდ წილს დაიკავებენ და ასევე აუცილებელია ედობის ფლეშის მხარდაჭერა სრულყოფილი ინტერნეტისთვის ტაბლეტებზე.
ჯონ დვორაკი, PC Magazine-ის ტექნოლოგიის მიმომხილველი და ვინდოუსის პლატფორმის ევანგელისტი: აიპედი არ იქნება ეპლის მორიგი ჰიტი და ბესტსელერი.
ბილ გეიტსი, მაიკროსოფტის დამაარსებელი: აიპედი მშვენიერი წასაკითხი მოწყობილობაა, მაგრამ ვუყურებ და ვხვდები, რომ მასში არაა ისეთი არაფერი, რაც მათქმევინებდა, რომ ნეტავ მაიკროსოფტსაც შეეძლოს მსგავსის გაკეთება.
ერიკ შმიდტი, გუგლის CEO: იქნებ მითხრათ, რა განსხვავებაა დიდ ტელეფონსა და ტაბლეტს შორის?