Apple Store-ის ბოლო განახლებით, გაყიდვაში გამოვიდა Apple-ის Thunderbolt კაბელი. ის არის მაღალი სიჩქარის მქონე კაბელი, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი Thunderbolt მოწყობილობები შევუერთოთ iMac-ს და MacBook Pro-ს.
Thunderbolt ტექნოლოგია უზრუნველყოფს საკმაოდ სწრაფ მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს, 10GBit/s.
მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ორი მაკის დასაკავშირებლად Target DIsk რეჟიმში და ასევე შესაძლებელია iMac-ის გამოყენება როგორც დამატებითი ეკრანი MacBoook Pro-სთვის.
კაბელი არის 2მ სიგრძის და Apple Store-ში მისი ფასი არის $49.