თუ დავუჯერებთ ფეისბუკის თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიაში დღიდან დაარსებისა მუშაობენ, მათი ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი აღრფრთოვანებულია ეფლის ხელმძღვანელის, სტივ ჯობსის პიროვნებით და კომპანიის განვითარების ადრეულ სტადიაზე ცდილობდა მისი მართველობის აგრესიული სტილი გადაეღო.
კერძოდ, ფეისბუკის ყოფილმა დიზაინერმა, ბრაიან ველოზომ შემდეგნაირად ახსნა ის, რომ მარკის სავიზიტო ბარათზე იყოს წარწერა: „მე დირექოტრი ვარ, ბოზო“ (I’m CEO, bitch):
„არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ იმ დროს მარკი ყველაფერს სტივისებურად აკეთებდა. როდესაც აარონ სიტინგი და მე ერთადერთი დიზაინერები ვიყავით კომპანიაში, მარკი ძალიან ხშირად თათბირებს აგრესიულ სტილში ატარებდა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ეს სავიზიტო ბარათი“.
მეტიც, ზუსტად ველოზოს გაკეთებულია ეს სავიზიტო ბარათი. მისი სიტყვებით, ის არ გრძნობდა რაიმე დისკომფორტს, როდესაც ამ ბარათს ამზადებდა. „მე უბრალოდ ჩავწერე ეს ფრაზა და ის ისტორიული გახდა“.