სიახლეები 

iOS-ის აღმავლობა

პირველი iOS მოწყობილობის გამოსვლის შემდეგ, 2007 წელს, The New York Times-ში გამოქვეყნდა შეკითხვების სია. ბოლო კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: “ამ ნივთს ვინმე იყიდის საერთოდ?”

ამ შეკითხვას დღეს არავინ არ დასვავს. ტელეფონმა და Apple-ის სხვა iOS მოწყობილობებმა წარმატებას მიაღწიეს მიუხედავად სხვადასხვა წინასწარმეტყველებისა. Apple-ის თქმით iOS ოპერაციული სისტემა დღესდღეობით 200 მილიონზე მეტ მოწყობილობაზე არის დაყენებული.

2007 წლიდან მოყოლებული ხშირად იყო დავა iPhone-ის საბაზრო წილის შესახებ. ის ბრენდები რომელთა მოწყობილობებს აქვთ Android OS-ი, საერთო ჯამში უფრო მეტ წილს ფლობენ როგორც აშშ ასევე მსოფლიო ბაზარზე, ვიდრე iPhone.

მაგრამ ეს ყველაფერი შეცვლის გზაზეა. ა.წ. პირველ კვარტალში, Android-ის წილი დაეცა 3%-ით, როდესაც iOS-ის წილი გაიზარდა 12%-ით. მიუხედავად ამისა Android-ს მაინც აქვს ბაზრის თითქმის ნახევარი.

კიდევ ერთი შესაძლო ტრენდი არის Nokia-ს დაცემა. მისი ბაზრის წილი 24%-დან ჩამოვიდა 16%-ზე ერთ წელიწადში. Apple-მა კი შეინარჩუნა 17%.

გამოკითხვის შედეგად, რომელიც იკვლევდა Web traffic-ს სხვადასხვა მოწყობილობებიდან, ნათელი გახადა რომ 97% tablet-ის traffic-იდან აშშ-ში არის iPad-ების. თუ ფიქრობთ რომ ეს მაჩვენებელი მაღალია, მაშინ გეტყვით რომ ეს მაჩვენებელი არის 100% იაპონიაში და 99% გაერთიანებულ სამეფოში. (საშუალოდ მსოფლიო ბაზარზე 89%).

ამ სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია დასვკნა გამოვიტანოთ რომ Apple უფრო ბევრ ფულს “აკეთებს” მობილური მოწყობილობებიდან ვიდრე მისი კონკურენტები.

Apple-ის კიდევ ერთი შემოსავლის წყარო მობილური მოწყობილობების ბიზნესში ეს არის აპლიკაციები. Google-ს წინა წელს აპლიკაციებიდან შემოსავალი ქონდა $102 მილიონი, ხოლო Apple-ს $1.7 მილიარდი.

ასევე აღსანიშნავი ფაქტია რომ Apple-ის iOS-ი 2.3-ჯერ უფრო მომგებიანია ვიდრე Microsoft Windows-ი.  (:D)

iOS დეველოპერები აღნიშნავენ რომ მასზე უფრო მარტივი და მოსახერხებელია აპლიკაციის შექმნა ვიდრე Google-ის Android პლატფორმაზე.

ეს წარმატება როდია, გავრცელებული ინფორმაციით Apple-მა დაუკვეთა ორ მწარმოებელს იმ რაოდენობის iPhone 5 რომ გაყიდვების პირველ თვეს 15 მილიონი მოწყობილობა გაიყიდოს. ახალი ტელეფონის სავარაუდო გამოსვლის პერიოდი არის ა.წ. აგვისტო ან სექტემბერი.

ერთ-ერთი კვლვევა რომელიც Yankee ჯგუფმა ჩაატარა გვამცნობს რომ ევროპის 40% ვინც ყიდულობს სმარტფონებს აპირებენ რომ სწორად iPhone შეიძინონ როგორც მათი შემდეგი მოწყობილობა.

ასევე საკმაოდ ავტორიტეტული ჩინელი ბლოგერის ინფორმაციით China Mobile მალე გაყიდის iPhone 5-ს. ჩინეთის მოსახლეობიდან გამომდინარე ალბათ ადვილად მისახვედრია როგორ გაიზრდება iPhone-ის გაყიდვები.

Apple-ს დღესდღეობით გაყიდული აქვს 25 მილიონი iPad, საიდანაც 14 მილიონი არის თითქმის მესამე კვარტალში, მაგრამ ანალიტიკოსების აზრით ეს რიცხვი მილიარდს მიაღწევს.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ნავარაუდევია რომ უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს მობილურ და ტაბლეტ მოწყობილობებს როგორც ძირითად კომპიუტერს და არ არის გამორიცხული რომ iOS, Android  ა.შ. ოპერაციულმა სისტემებმა ჩაანაცვლონ Mac OS X, Windows და Linux პლატფორმები.

Apple-ი აპირებს რომ დომინანტი გახდეს მობილური მოწყობილობების და ოპერაციული სისტემების ბაზარზე, ხოლო მობილური მოწყობილობები და ოპერაციული სისტემები აპირებენ რომ დომინანტები გახდნენ მთლიანად კომპიუტერულ სამყაროში. დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდია.

წყარო: computerworld.com

 

Related posts