სიახლეები 

Skype-ის აპლიკაცია iPad-ისთვის

როგორც ვიცით დღესდღეობით Skype-ის აპლიკაცია iPad-ისთვის არ არსებობს. მხოლოდ iPhone-ის და iPod Touch-ისთვის, რომელიც არც ისე მოსახერხებელია iPad-ზე.

გავრცელებული ინფორმაციით ეს ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება და ვიხილავთ ახალ და iPad-ზე მორგებული აპლიკაციას.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით აპლიკაცია გაშვებულია უკვე App Store-ში და ელოდებიან Apple-ის პასუხს. მისი ფართო მასისთვის წარდგენა მოხდება 29 ივნისს.

ინტერფეისს თუ დავაკვირდებით ის ერთი შეხედვით მოგვაგონებს Skype-ის Mac-ის ვერსიას.  ფუნქციონალურად არანაირი სხვაობა არ ექნება წინა iOS-ის ვერსიებისგან, მხოლოდ ვიზუალური მხარე. ასევე შესაძლებელი იქნება ვიდეო ზარების განხორციელება როგორც Wi-Fi ასევე 3G ქსელის საშუალებით.

Related posts