DailyTech-ის მიხედვით, Apple-ი შემოდგომისთვის შემოგვთავაზებს TV set-ს. მათი განცხადებით Apple-ის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ წევრს წამოცდა: “თქვენ შეხვალთ Apple-ის მაღაზიაში და გამოხვალთ იქიდან ტელევიზორით”.
ტელევიზორს ექნება iOS ოპერაციული სისტემა რომელიც დღესდღეობით გამოიყენება iPad-ზე, iPhone-ზე, iPod Touch-ზე და Apple TV-ზე. ასევე არის ინფორმაცია რომ Apple-ი თვითონ არ დაიწყებს ეკრანის წარმოებას და ითანამშრომლებს სხვა მწარმოებლებთან, როგორიც არის მაგალითად Samsung-ი.
უკვე რამოდენიმე წელია რაც აქტუალურად განიხილება სხვადასხვა ანალიტიკოსების მიერ Apple-ის ტელევიზორის შესახებ მოსაზრება. დღესდღეობით Apple-ი აწარმოებს Apple TV-ს და მომავალი ტელევიზორიც სავარაუდოდ იქნება დიდი ეკრანი ინტეგრირებული Apple TV-ით.
ასევე Apple-ი ატარებს OLED ტექნოლოგიის გამოკვლევებს. შესაძლოა ჭორი ტელევიზორის შესახებ ამ გამოკვლევასაც მივუსადაგოდ.