სიახლეები

Time Capsule 3TB და Airport Extreme

36views

გავრცელებული ინფორმაციით Apple-ი აპირებდა Time Capsule-ის და Airport Extreme-ის განახლებას. გუშინ 21 ინვნისს მოხდა სწორად მათი განახლება, მაგრამ საკმაოდ უმნიშვნელო.

როგორც ვიცით TIme Capsule-ი არის მოწყობილობა რომლის საშუალებით შესაძლებელია Wi-Fi ქსელის გამართვა და ამავდროულად იმ ინფორმაციის დამარქაფება რაც ინახება iMac-ის, MacBook-ის და ა.შ. მყარდისკებზე.

ჭორებს თუ დავუჯერებთ შესაძლებელი იყო გვეხილა ახალი დიზაინით და რათქმაუნდა თვითონ ტექნიკურადაც განახლებული, მაგრამ Apple-ის გადაწყვეტილებით Time Capsule-ს უბრალოდ დაემატა მყარი დისკის მოცულობა და გახდა 3TB და AiportExtreme-ს ერთი შეხედვით არ შეემჩნევა არანაირი განახლება, მიუხედავად იმისა რომ მოდელის ნომერი შეიცვალა.  დაველოდოთ სანამ “გაფცქვნიან” დეტალებში და შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება თუ რა განაახლეს და რა არა.

დღესდღეობით Time Capsule-ის ორი ვარიანტია წარმოდგენილი შესაძენად. 2TB-იანი და 3TB-იანი. განახლებიდან გამომდინარე 1TB-იანი მოდელი საერთოდ ამოიღეს წარმოებიდან.

Comments

comments

Leave a Response