ძვირფასო მეგობრებო!
როგორც მოგეხსენებათ (ხოლო ვინც არ იცით, გეტყვით) Mac OS X-ში დღემდე არ არის სისტემურად ჩაყენებული ქარტული კლავიატურის გამლაგება.
საბედნიეროდ, 2011 წლის ივლისიდან გამოდის Mac OS X-ის ახალი, 10.7 ვერსია, კოდური სახელწოდებით Lion.
საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფის წევრის, ირაკლი ჩიტიშვილის თაოსნობით რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა და ამ ახალ ვერსიაში ქართული კლავიატურა დაემატება! ეს უდაოდ დიდი გამარჯვებაა და ქართველი მაკისტები ამ საკითხით ფრიად გახარებულები ვართ!
მაგრამ მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ Mac OS X-ის „ლომამდე“ გამოსულ ვერსიებში, რომლებიც თავის აქტუალურობას კიდევ კარგა ხანი არ დაკარგავს (მე პირადად სახლში მაქვს ორი მაკი, რომლებზეც ერთზე Mac OS X 10.4, ხოლო მეორეზე — Mac OS X 10.5 აყენია), ქართული ენის დამატების ერთადერთი საშუალება გახლავთ რენო სირაძის, იგივე დოქტორი ზუზუმბოს კლავიატურული განლაგებაა. აღარაფერს ვამბობ საერთოდ იმ ულამაზეს შრიფტებზე, რომლებიც ბატონმა რენომ შექმნა სპეციალურად მაკისათვის და რომლებიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს შრიფტწარმოების შედევრად!
ვინაიდან გემუგის პორტალი არის ის ადგილი, სადაც თავს იყრის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მაკის სამყაროდან, ლოგიკურია, რომ ქართულმა შრიფტებმა და კლავიატურის განლაგებამ სწორედ აქ უნდა დაიდოს ბინა.
როგორც ხედავთ, ტექსტის ქვემოთ მიმაგრებულია ყველა შრიფტი და საინსტალაციო ფაილი, რომელშიც განთავსებულია ამ შრიფტების გარდა კლავიატურის განლაგება. თქვენ შეგიძლიათ ან გადმოწეროთ კონკრეტული შრიფტი სურვილისამებრ (თითოეული შრიფტის მოყვანილობა მოცემულია სურათზე), ან გადმოწეროთ საინსტალაციო ფაილი (geolangkit2.dmg) — ამ შემთხვევაში დაყენდება ყველაფერი, შრიფტებიც და კლავიატურაც.
aa_zuzumbo arialuni Frequency markerfeltthin zuzumbo_linguist zz_gogebashvili zz_khotevi zz_kvirike_light zz_kvirike.dfont_ zz_laila zz_leena zz_shkhivana zz_siradze zz_skhvava zz_sno zz_tskadisi zz_tskapo zz_velevi_mtavr zz_zuzumbo_classic zz_zuzumbo_m