LIVE.GEMUG.GE

მეგობრებო,

როგორც ალბათ უკვე იცით, 7 ივნისს ჩატარდა WWDC 2011, სადაც ნამდვილად საინტერესო პროგრამული უზრუნველყოფა იქნა წარმოდგენილი. მეორედ ქართველი მაკისტების ისტორიაში შევეცადე და გავაკეთე პირდაპირი ტრანსლაცია ამ ღონისძიებიდან ქართულ ენაზე.

სამწუხაროდ რიგირ მიზეზების გამო საიტი, სადაც ეს ტრანსლაცია მიმდიანრეობდა, არ იყო გემუგის პორტალზე, არამედ შემდეგ მისამართზე: http://live.gogelia.ge

დღეს როგორც იქნა გამოვნახე დრო და პირდაპირი ტრანსლაციის საიტი გადმოვიტანე გემუგზე, სადაც ამიერიდან ის დაიდებს ბინას და პირობას გაძლევთ, არ გამოვტოვებთ არცერთ ღონისძიებას!

აი მისამართიც: http://live.gemug.ge/

საიტის საინტერესო თვისება ის გახლავთ, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ბრაუზერში გვერდის განახლება, რათა იხილოთ ჩემი ახალი ჩანაწერები — როგორც კი მე დავწერ რამეს, თქვენს ბრაუზერში გვერდი ავტომატურად განახლდება!

Related posts