კალიფორნიის ქალაქ სან ხოსეს სასამართლომ ეპლის და სამსუნგის მიმდინარე სასამართლო დავისფარგლებში სამსუნგს დაავალა, გადასცეს ეპლს თავისი უახლესი პროდუქტების პროტოტიპების ნიმუშები, რათა ეპლში გადაწყვიტონ, არის თუ არა მათი რომელიმე დაპატენტებული ტექნოლოგია გამოყენებული მათ პროდუქტებში და გააგრძელონ თუ არა დავა ზოგიერთ სპეციფიკურ და ტექნიკურ საკითხზე. სასამართლომ სამსუნგს მისცა 30 დღის ვადა, რომლის ფარგლებშიც კორეულმა კომპანიამ ეპლს უნდა გადასცეს თავისი შემდეგი მოდელები, რომლებიც მუშაობენ გუგლის საოპერაციო სისტემა ანდროიდზე: Galaxy S II, Galaxy Tab 8.9, Galaxy Tab 10.1, Infuse 4G და DROID Charge. სამსუნგის პროტესტს იმის თაობაზე, რომ ჯერ გაყიდვაში არ გამოსული პროდუქტებისის ეპლისთვის გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ზოგიერთი საიდუმლოს და სპეციფიკის გამჟღავნება, მოსამართლემ უარყო იმ მოტივით, რომ სამსუნგი უკვე აკეთებს ამ პროდუქტების რეკლამას და პრესის წარმომადგენლებსაც კი დაურიგა შეზღუდული რაოდენობით.
მეტი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს