სიახლეები 

HTC მაიკროსოფტს ფულს უხდის თითო გაყიდულ ტელეფონზე

ანალიტიკური ჯგუფი Citi აცხადებს, რომ კომპანია HTC თავის თვითოეულ ანდროიდზე მომუშავე ტელეფონის გაყიდვებიდან 5 $-ს უხდის მაიკროსოფტს. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია HTC მხრიდან მაიკროსოფტის პატენტის დარღვევის გამო, აცხადებს გამოცემა.   Citi ასევე აღნიშნავს, რომ HTC არაა პირველი, რომელიც მაიკროსოფტს ფულს უხდის თავისი გაყიდული ტელეფონებიდან და ასევე მაიკროსოფტი არაა ერთადერთი კომპანია, რომელიც გუგლის საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონების მწარმოებლებს უჩივის ინტელექტუალური და საპატენტო უფლებების დარღვევის გამო. მომჩივანთა რიცხვს მიეკუთვნებიან ეპლი, ორაკლი და სხვა კომპანიები, რომელთაგანაც ზოგი გუგლს უჩივის ანდროიდში გამოყენებული კოდის გამო, ზოგი კი გუგლის პარტნიორებს მათი აპარატურული თუ პროგრამული საკუთრებების მითვისების გამო. როგორც სტივ ბალმერმა ადრე აღნიშნა, ანდროიდის გამოყენება საკუთარ ტელეფონში გამოიწვევს მაიკროსოფტისთვის საპატენტო ლიცენზიის ღირებულების გადახდას და რომელზეც ერთ-ერთი პირველი HTC დათანხმდა გუგლის საოპერაციო სისტემაში  არსებული მაიკროსოფტის ინტელექტუალური საკუთრებების უნებართვოდ გამოყენების გამო.

უფრო მეტი ინფორმაციისათვის, მიჰყევით ბმულს

Related posts