სიახლეები 

მაკის გაყიდვები კვლავ იზრდება

„უოლ სტრიტ ჯორნელის“ ტექნოლოგიურმა გამოცემა All Things Digital-მა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რის მიხედვითაც მაკის გაყიდვები მნიშვნელოვნად უსწრებს როგორც კონკურენტი კომპანიებისას, ასევე მთლიანად ბაზრის ზრდის მონაცემებსაც.  2010 წელს ევროპაში მაკის გაყიდვებმა მოიმატა 10%-ით, როცა თვითონ ევროპული ბაზარი კლებადობაში იმყოფებოდა  -17 %-ით. აზიურ ბაზრებზე  მაკის გაყიდვების მაჩვენებლებმა 2010 წელს  69.4 % -ით მოიმატა.  ეს მონაცემები ეხება მხოლოდ კომპიუტერებს და მასში არაა შესული აიფონის, აიპოდის და აიპედის მონაცემები. მაკის ასეთი პოპულარულობა და მასზე მოთხოვნილება უკავშირდება 2 ძირითადად ფაქტორს: აიფონის, აიპედის ფენომენალურ გაყიდვებს, რომლებსაც შექმნეს Halo ეფექტი და ასევე ეპლის საცალო გაყიდვების მაღაზიებს, რომლებზეც მოდის ეპლის მთლიანი საცალო გაყიდვებისდ 60&-ზე მეტი და რომლის ქსელის გაფართოებაც ეპლს დაგეგმილი აქვს მომავალი 2012-2013 წლებში. ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი ასევე აჩვენებს მაკის გაყიდვების ზრდის ტენდენციებს ბაზრის სეგმენტების მიხედვით და ასევე ბაზრის ზრდის ან კლების ტენდენციებს კონკრეტულ სეგმენტში

უფრო მეტი ინფორმაციისა და მაჩვენებლებისათვის მიჰყევით ამ  ბმულს.

Related posts