უოლ სტრიტ ჯორნელის ტექნოლოგიურმა ინტერნეტ-გამოცემა All Things Digital-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რის მიხედვითაც ამერიკის უდიდეს GSM ოპერატორის, AT&T-ს ქსელში წინა თაობის აიპედები და აიფონები, კერძოდ 3GS გაყიდვების მაჩვენებლებით უსწრებენ ანდროიდზე მომუშავე უახლესი თაობის ზოგიერთ მოდელებს, კერძოდ HTC Inspire-ს და Motorola Atrix-ს. რაც შეეხება მეოთხე აიფონს და მეორე აიპედს, ისინი გაყიდვების აბსოლუტური რეკოდსმენები არიან. გამოცემა მიიჩნევს, რომ ეპლი, რომელსაც ტრადიციულად ძვირი პროდუქტების ნიშა ეკავა, წინა თაობის მოდელების ასეთი წარმატების გამო შეიძლება სერიოზულად დაფიქრდეს საშუალო და იაფი მოდელების ბაზრის სეგმენტითაც, რასაც ასევე ამყარებს ტიმ კუკის ცოტა ხნის გამოთქმული აზრი, რომ ეპლს არ უნდა, რომ აიფონი იყოს მხოლოდ მეტშემოსავლიანი ხალხის მოდელი და კომპანიამ შეიძლება დაიწყოს უფრო იაფი მოდელების წარმოებაც.
წყარო: All Things Digital