სტივ ჯობსი უდაოდ გამოჩენილი ბიზნესმენი, მართვის გენიოსი და ტექნოლოგიური წინასწარმეტყველია, ოღონდ არა ინჟინერი. თუმცაღა ბრიტანეთის საინჟინრო უნივერსიტეტების 900 სტუდენტი სხვაგვარად ფიქრობს. ზუსტამ ამ ოდენობის ახალგაზრდამ დაასახელა სტივ ჯობსი კაცობრიობის სუკეთესო ინჟინრად. გამოკითხვას აწარმოებდა კომპანია General Electric. შედეგად რეიტინგის საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე დიდ ბრიტანეთში პირველი რკინიგზის შემქმნელი ისამბარდ კინგდომ ბრუნელია, მეორეზე — მსოფლიოში საუკეთესო მთვერსასრუტების შემქმნელი ჯეიმს დაისონი, ხოლო მესამეზე — სტივი.
სტივის შემდეგ ადგილებზე არიან ნიკოლა ტესლა და ბილ გეიტსი. მეექვსეა ფრენკ უითლი, რომელმაც რეაქტიული ძრავი გამოიგონა. დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: ისააკ ნიუტონი, ალბერტ აინშტაინი, ჩარლზ როლსი, ჰენრი როისი, თომას ედისონი.