სიახლეები

როგორ მუშაობს ეპლი

55views

ეპლი იშვიათად უშვებს შეცდომებს. მაგრამ როცა უშვებს, მაშინ საავდრო ღრუბლები იკრიბებიან ინფინიტ ლუპის პირველ ნომერში, კუპერტინოში, სადაც ეპლის შტაბ-ბინა მდებარეობს, ამბობს ეკონომიკური გამოცემა Fortune თავის სტატიაში, რომელიც ეპლის და მისი გურუს  —  სტივ ჯობსის კორპორატიული კულტურის ზოგიერთ თავისებურებებს მიმოიხილავს. 2008 წელს, როცა ეპლმა აიფონის  3G მოდელი და მასთან ერთად ინტერნეტ-სერვისი MobileMe წარმოადგინა,  ამ უკანასკნელს აღმოაჩნდა მთელი რიგი პრობლემები, კერძოდ, ბევრმა მომხმარებელმა მიმოწერა დაკარგა, ან საკუთარი მონაცემების ინტერნეტ-სერვისთან სინქრონიზაცია ვერ შეძლო.  პრეზენტაციიდან ცოტა ხნის შემდეგ განრისხებულმა ჯობსმა MobileMe-ს გუნდი შეკრიბა და დაუსვა შეკითხვა, თუ რას უნდა აკეთებდეს ეს სერვისი. პასუხის მიღების შემდეგ ჯობსმა ჩვეულ სტილში გააგრძელა “დაკითხვა”: ”So why the fuck doesn’t it do that?”. რასაც მოჰყვა ავისმომასწავებელი სიტყვები: “თქვენ ეპლის რეპუტაციას დარტყმა მიაყენეთ.  თქვენ ერთმანეთი ახლა უნდა გძულდეთ, იმიტომ,  რომ ერთმანეთის და მთელი გუნდის ნდობის გაამართლება ვერ შეძელით” . ამის შემდეგ MobileMe-ის გუნდი დაიშალა, ხოლო “გადარჩენილებმა”  რეორგანიზაციის შემდეგ ახალი ლიდერი მიიღეს და პროდუქტი განვითარება წარმართეს ისე, როგორც პირადად ჯობსს სურდა. ეს ერთი მაგალითია იმისა, რომ ეპლის იმიჯი, პროდუქტების ფენომენალური წარმატება და მისი მიმზიდველობა საკმაოდ მკაცრ კორპორატიულ კულტურას ეფუძნება, სადაც მიუხედავად ფანტასტიური სამუშაო პირობებისა,  შეცდომებს თითქმის არასოდეს პატიობენ.

უფრო მეტი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს

Comments

comments

Leave a Response