სიახლეები

თეთრი iPhone 4S-ის პროტოტიპი გადიდებული ეკრანით

84views

როგორც ჩანს წელს აიფონთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდეთ — ყოველ შემთხვევაში, ჭორები საინტერესოა. როგორც ალბათ გახსოვთ, შარშან ვებ-საიტმა Gizmodo საფუძველი დაუდო შემთხვევით ნაპოვნი iPhone 4-ის ეპოპეას, ახლა მის საქმეს სხვა საიტი, M.I.C. Gadget-ი აგრძელებს. ამ საიტზე გამოჩნდა ვითომდა ახალი აიფონის სურათები.

ფოტოზე ჩანს სმარტფონი, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს თეთრ აიფონ 4-ს. ერთადერთი აშკარა სხვაობა — გადიდებული ეკრანი, რომელიც 0.25 დუიმით გაიზარდა. შესაბამისად მოწყობილობის ზომების გაზრდის თავიდან ასაცილებლად უბრალოდ ეკრანი გააფართოვეს გვერდითა კანტის შემცირების ხარჯზე.

ძნელი სათქმელია, ნამდვილია, თუ არა ეს ფოტო და ხომ არ არის „ნაფოტოშოპარი“, თუმცა მოდით შევხდოთ მეორე ფოტოს:

მასზე უკვე გამოსახულია ტელეფონების ზედა პანელები — ერთი მიმდინარე ვერსიისაგან, მეორე შესაძლო ვარიანტი. 3.75 დუიმიანი ეკრანის გარდა ამ ფოტოზე კარგად ჩანს კიდევ ერთი თავისებურება. მიახლოების სენსორი მცირედ შეცვლილია და ახლა ერთ წაგრძელებულ ზოლს წარმოადგენს.

მაშ ასე, რა არის ეს? ჩინელი ხუმარების ოინბაზობა, თუ ნამდვილი პროტოტიპი?

ჩვენ ამას სულ მალე გავიგებთ! 😉

Comments

comments

Leave a Response