სიახლეები 

სტივ ჯობსი „შპიონური“ სკანდალის შესახებ

სიხშირე, რა სიხშირითაც ეფლის დამფუძნებელი ახარებდა თავის ფანატებს ელფოსტაზე პასუხისას, მკვეთრად გაიზარდა აიპადის პრეზენტაციის შემდეგ. იღბლიანებმა არაერთხელ შეძლეს სიტყვაძუნწი სტივისაგან ამოექაჩათ რამოდენიმე სიტყვა საჭირბოროტო თემის შესახებ. სულ ბოლო და ცინცხალი სკანდალი ეფლის მოწყობილობის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და შენახვის შესახებ პასუხგაუცემელი არ დარჩენილა სტივის მხრიდან.

მოდით ვანხოთ ამ მიმოწერის მცირე მონაკვეთი. წერილის ტექსტი:

სტივ,
ხომ არ შეგიძლია აგვიხსნა ინფორმაციის პასიური შეგროვების მიზანი? ცოტათი მაღელვებს, რომ თითოეული ჩემი ნაბიჯი მახსოვრდება. შესაძლოა შენ შეგიძლია ახადო ფარდა ამ საიდუმლოს მანამდე, სანამ Android-ზე გადავალ? ისინი ხომ არ მითვალთვალებენ.

და სტივ ჯობსის პასუხი:

რათქმაუნდა გითვალთვალებენ. ხოლო ჩვენ არავის ვუთვალთვალებთ. გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

Related posts