Uncategorized

პორტალის gemug.ge რედკოლეგიის შექმნა

12views

მოგესალმებით, პროექტის ძვირფასო წევრებო და სტუმრებო! ქართულ ვებ-სივრცეში რესურსები, რომლებიც მაკის თემატიკას აშუქებს, ბევრი არაა. უფრო სწორედ ერთი ხელის რამოდენიმე თითიც საკმარისია მათ ჩამოსათვლელად.

www.gemug.ge — პორტალის მიზანია ეს დასანანი ხარვეზი ამოავსოს და შემოგთავაზოთ ხარისხიანი მასალები ამ თემატიკის გარშემო.

მართალია პორტალზე უკვე ვართ ორი ავტორი — თქვენი მონა-მორჩილი და ბატონი ირაკლი ჩიტიშვილი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ორი ადამიანი ნამდვილად ვერ შეძლებს იმ ზღვა მასალის თარგმნას, ჩასწორებას, კლასიფიცირებას, რაც საჭიროა ასეთი ტიპის პორტალისათვის. ამის გამო დაზარალებული რათქმაუნდა პირველ რიგში მკითხველი გამოვა, რომელიც ვერ მიიღებს იმ ინფორმაციას, რაც მას სჭირდება.

ამასთან დაკავშირებით ცხადდება გემუგის პორტალის სარედაქციო კოლეგიაში წევრების მიღება. კანდიდატებისათვის ძირითადი მოთხოვნები შემდეგნაირია:

  • ქართული ენის ცოდნა საშუალო დონეზე მაინც. მეც ვუშვებ შეცდომებს ხანდახან, მაგრამ ვცდილობ გამოვასწორო. ამასთან სასურველია, რომ ტერმინოლოგიის საკითხებში შეჯერებულები ვიყოთ (არ დავწეროთ „ფოლდერი“, როდესაც უნდა დავწეროთ „საქაღალდე“, მაგალითად). ამ საკითხის მოგვარებაში მე დაგემხარებით — საკმაოდ დიდი ბაზა მაქვს კომპიუტერული ტერმინოლოგიის ქართულ ენაზე;
  • Apple-ის პროდუქციის კარგი ცოდნა. რაც უფრო უკეთ იცნობთ, მით უკეთესია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა 100% უნდა შესრულდეს — არავის არ ეცოდინება აბსოლუტურად ყველაფერი ეფლის შესახებ. ჩვენი მიზანია ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და ერთმანეთი გავამდიდროთ ინფორმაციით;
  • ინგლისური ან რუსული ენის მინიმალური ცოდნა — სწორედ რომ ამ ენებზე არის თავმოყრილი ინფორმაციის 99%;
  • წერის სურვილი და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი დროის ხარჯვა რესურზე. ეს ბოლო პუნქტი ნუ შეგაშფოთებთ, საკმარისია დღეში 30-45 წუთის დაუთმოთ ამ საქმეს. მე თუ დღე-რამეში 3-4 საათს ვუთმობ და შესაბამისად 5-7 სტატიას მაინც ვწერ, თქვენ საკმარისია 30 წუთი დახარჯოთ და 1 პატარა სტატია მაინც განათავსოთ პორტალზე. ოღონდ ეს უნდა გაკეთდეს რეგულარულად, ყოველდღე იდეალური ვარიანტი იქნება, ყოველ 3 დღეში ერთხელ მაინც — მისაღები.

თუ თვლით, რომ მზად ხართ შემოუერთდეთ ავტორთა კოლექტივს — გთხოვთ მომწეროთ ელფოსტაზე: dimitri.gogelia@gmail.com

მე დეტალურად აგიხსნით, თუ როგორ და რა უნდა ვწეროთ და მოგამარაგებთ საჭირო ინფორმაციით.

Comments

comments

Leave a Response