სიახლეები 

დღის გრაფიკი: ვინ უფრო მეტ კომუნიკატორს ყიდის — RIM თუ Apple?

გასული წლის შემოდგომაზე ეფლმა მეორედ ზედიზედ უფრო მეტი კომუნიკატორი გაყიდა კვარტალში, ვიდრე RIM-მა. მაგრამ თუ პირველად ეს ბედნიერი დამთხვევა იყო, ახლა სტივმა სახალხოდ განაცხადა, რომ უკვე აღარ დაუთმობს პირველობას „ჟოლოს“.

RIM-ის მხირდან წამოვიდა მოსალოდნელი პასუხი. მაშინ კომპანიის მეთაურმა განაცხადა, რომ ეფლმა მხოლოდ დროებით წარმატებას მიაღწია და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ კომპანიების საანგარიშწორებო დრო არ ემთხვევა ერთმანეთს.

და ამაში არის სიმართლის მარცვალი. ტრადიციულად ეფლისა და RIM-ის საფინანსო კვრატალები მთავრდება ერთი თვის სხვაობით — ჯერ ჟოლო, შემდეგ ვაშლი. პრაქტიკაში ამას მივყავართ იმ სიტუაციამდე, რომ შემოდგომაზე კანადელები აქვეყნებენ შედარებით სუსტი  ზაფხულის თვეების მონაცემებს, რითაც ჩამორჩებიან ეფლს.

თუმცა დრო ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. მოდით ვნახოთ აიფონებისა და ჟოლოების გაყიდვის დინამიკა უკანასკნელი წლის ჭრილში.

29 მაისს RIM-მა დაასრულა თავისი კვარტალი 11,2 მილიონი გაყიდვით. ერთი თვის შემდეგ ეფლი გვატყობინებს 8,4 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვის შესახებ. თუ როგორ განვითარდა მოვლენები, გრაფიკზე კარგად ჩანს.

სულ ბოლო 4 კავრტლის მიხედვით RIM-მა გაყიდა 52,4 მილიონი მოწყობილობა, ხოლო ეფლმა — 57,39 მილიონი.

Related posts