სიახლეები 

აიფონი – Flickr-ის ყველაზე პოპულარული სმარტფონი

Yahoo-ს ფოტო სერვისმა Flickr-მა გამოაქვეყნა მონაცემები იმ ფოტოკამერებისა, რომლიდანაც გადაღებული და სერვისზე ატვირთულ ფოტოები სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით. აღმოჩნდა, რომ აიფონ 4-ით მეორე ადგილზეა გადაღებული და ატვირთული სურათების სტატისტიკით.  პირველ ადგილზე Nikon D90 -ია. აიფონის შემდეგ მოდიან Cannon-ის სხვადასხვა მოდელები. აღსანიშნავია, რომ აიფონის პოპულარობა ძალიან სწრაფად გაიზარდა მისი მეოთხე მოდელის გამოსვლის შემდეგ და გაუსწრო ბევრ პოპულარულ ფოტო-კამერის მოდელს. Flickr  აცხადებს, რომ აიფონის ასეთი პოპულარობის მიზეზი მოყვარულ ფოტოგრაფებს შორის არის აიფონიდან სურათების ატვირთვის საკმაოდ სწრაფი და იოლი მეთოდი, ასევე მისი კამერის საკმაოდ კარგი ხარისხიც.

წყარო

Related posts